06:30 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 21:18:21, 1591 ნახვა

საზოგადოება
ქვეწარმავლები თბილისში - მიმდინარე თვეში „112“-ში 200 შეტყობინება დაფიქსირდა

თბილისში გველებთან დაკავშირებით, გამოძახებების რაოდენობა ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს, ბოლო სამი თვის განმავლობაში ქვეწარმავალთან დაკავშირებით „112“-ში 233 შეტყობინება შევიდა, აქედან 200 მაისში. სულ მონიტორინგის თანამშრომლებმა 118 ქვეწარმავალი იპოვნეს და ისინი შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სააგენტოში არ გამორიცხავენ, რომ ქვეწარმავალზე გამოძახებები კიდევ უფრო გაიზარდოს, რის გამოც ისინი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან.

ამასთან, თბილისში გუშინ გველის კბენის შემთხვევაც დაფიქსირდა. ორხევის დასახლებაში გველმა შუახნის მამაკაცს უკბინა. დაშავებულის ახლობლებმა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ საავადმყოფოში განუცხადეს, მამაკაცს  გაუკეთეს შესაბამისი გამოკვლევები და ანალიზი, რის შედეგაც ექიმებმა ის ბინაზე გაწერეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics