06:30 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 15:54:58, 1305 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

22-23 მაისს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს და ბიომრავალფეროვნების კონვენციის ამოქმედების 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ბაღის ვიზიტორთა ცენტრში მეოთხე სამეცნიერო კონფერენცია „ბიომრავალფეროვნება და საქართველო“ გაიმართა.

კონფერენციაზე მცენარეთა და ბუნებრივი ჰაბიტატების კვლევისა და კონსერვაციის, ბოტანიკურ ბაღებში კოლექციების მართვის საკითხები, ასევე, მცენარეთა ბიომრავალფეროვნების კვლევის სიახლეები და პრიორიტეტები განიხილეს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სამეცნიერო კვლევები, რომელთა საფუძველზე სამომავლოდ შემუშავდება რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმები მცენარეთა სხვადასხვა სახეობების შენარჩუნების მიზნით.

კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს საქართველოს ბოტანიკური ბაღების, ბოტანიკის მიმართულებით მომუშავე სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციებისა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების მეცნიერ-თანამშრომლებმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics