21:57 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 12:21:15, 582 ნახვა

რეგიონი
მესტიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს 2 სპეც-მანქანა შეემატა

მესტიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს, სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის, 2 სპეც-მანქანა შეემატა.

ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილები რაიონულ სამსახურს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან და მესტიის მუნიციპალიტეტის მერ კაპიტონ ჟორჟოლიანთან ერთად გადასცა.

ახალი სპეც-მანქანები ყველა სირთულის რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვალისწინებული. მესტიის მუნიციპალიტეტში 160-მდე სოფელია, რომელთაგან 90-ზე მეტი - რთულად მისასვლელ ადგილებშია. განახლებული ავტოპარკის საშუალებით სასწრაფო დახმარების მიწოდება, ყველა წერტილში, ოპერატიულად იქნება შესაძლებელი.

მანქანების გადაცემის შემდეგ, ავთანდილ თალაკვაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობის პროცესსაც გაეცნო.

რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფრასტრუქტურული განვითარება გადაუდებელი დახმარების ხარისხისა და ოპერატიულობის გაზრდას ემსახურება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics