23:09 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 13:18:50, 1382 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენის მოადგილე: 12 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ამ დრომდე არანაირი საჩივარი არ შემოსულა

სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის განცხადებით,  12 მაისს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე განცხადებით ომბუდსმენის აპარატისთვის ჯერ არავის მიუმართავს.

მისივე თქმით, ამ დროისთვის სახალხო დამცველის  აპარატი შსს-დან გამოთხოვილ ინფორმაციებს ელოდება.

“ამ ეტაპზე რასაც ვაკეთებთ, საჯარო წყაროებში არსებულ მონაცემებს ვსწავლობთ. ამაში ვიდეო ჩანაწერები და კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციები იგულისხმება. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია გამოვითხოვეთ. გვინდა, ვნახოთ, კლუბებში სპეცოპერაცია რამდენად კანონიერად განხორციელდა. ასევე გვაინტერესებს, ადმინისტრაციული დაკავებები რამდენად სწორად განხორციელდა, რამდენად კანონიერად წარიმართა ეს პროცესი და მომიტინგეებს რამდენად მიეცათ შესაძლებლობა მშვიდობიანი მანიფესტაცია გაემართათ”, – განაცხადა ბურჯანაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics