21:14 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 20:36:06, 2328 ნახვა

მსოფლიო
ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სანტა-ფეს სკოლაში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა.

BBC-ის ცნობით, არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

სროლას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ეხმაურება და აცხადებს, რომ სამართალდამცველები სიტუაციას აკონტროლებენ.

CNN-ის ინფორმაციით, სროლასთან დაკავშირებით დაკავებულია ორი ადამიანი.  გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ამ სკოლის მოსწვლეა.

თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელმა ცეცხლი ხელოვნების საკლასო ოთახში გახსნა. თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ამერიკული მედიის მონაცემებით, ეს აშშ-ის სკოლებში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში სროლის მესამე შემთხვევაა, ხოლო წლის დასაწყისიდან – 22-ე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics