03:45 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 19:30:57, 1791 ნახვა

საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან ლგბტ აქტივისტების აქცია მიმდინარეობს - (ვიდეო)

მთავრობის ადმინისტრაციასთან ლგბტ აქტივისტები ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები სახელმწიფოს მხრიდან მათ წინააღმდეგ უსამართლო პოლიტიკაზე საუბრობენ.

როგორც ისინი აცხადებენ, ქვეყანა სახელმწიფოდ არ ჩამოყალიბდება, სანამ ყველა მოქალაქის უფლება არ იქნება დაცული.

აქციაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობს. მიმდინარე აქციას შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამინის უფლებათა დეპარტმანეტის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია, ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები ესწრებიან. გარდა ამისა ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც, მათ შორის, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მისასვლელი ყველაზე გზა ამ დროისთვის ჩაკეტილია. ქუჩების ნაწილზე პოლიციის ცოცხალი კორდონი დგას, ხოლო ნაწილზე სპეციალური ბარიერებია აღმართული. გარდა ამისა, მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დროებით მგზავრებს არ ემსახურება.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics