|
2018-05-16 19:59:34, 802 ნახვა
რეგიონი
„ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და პრობლემების“ თემაზე კონფერენცია გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველოს ორგანიზებით კონფერენცია „ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და პრობლემები“გაიმართა . კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. მოხსენება მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველოს წარმომადგენელმა, ეკონომიკის დოქტორმა თემურ გოგოხიამ წარადგინა. შეხვედრაზე განიხილეს, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ,ოკუპირებული აფხაზეთში 2012-2017 წწ. არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მონაწილეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის ძირითად მაჩვენებლებზე და მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე . აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დავით გვაძაბია, ჯემალ გამახარია, მურმან კვარაცხელია , მთავრობის აპარატის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოთარ ხუფენია. კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების წარმომადგენლები. კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდენენ მომავალშიც გაარძელონ ერთობლივი მუშაობა ამ პრობლემატიკის ანალიზისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)