21:58 - 13 May, 2026
|
2018-05-16 16:18:50, 624 ნახვა
რეგიონი
შუახევში ზამლეთის ამბულატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
შუახევში, ზამლეთის ამბულატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დასრულებული პროექტი შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად პირადად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები,შეიცვალა იატაკი, ჭერი, მოწესრიგდა სველი წერტილები, დამონტაჟდა ელექტროგაყვანილობა. მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ინდ. მეწარმე ,,თემურ აბულაძე“ აწარმოებდა. პროექტი შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ 4380 ლარით დაფინანსდა. ამბულატორია 2 სოფლის ნენიის და ნიგაზეულის მოსახლეობას მოემსახურება. მიმდინარე წელს დაგეგმილია ჭვანის და ბრილის ამბულატორიების რეაბილიტაცია. იგეგმება ასევე წყალსაყრის ამბულატორიაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)