18:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-16 14:52:26, 497 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ სარეაბილიტაციო ცენტრზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის სარეაბილიტაციო ცენტრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

სარეაბილიტაციო ცენტრი 0-დან 18- წლამდე 100 შშმ ბენეფიციარზეა გათვლილი.

პროექტი ხორციელდება აჭარის ა.რ. მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.

მიმდინარე სამუშაოებზე 118 555 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს ,, ლგრუპი“ასრულებს.

სარეაბილიტაციო ცენტრის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ პირველ ეტაპზე სპეციალისტების მოწვევა იგეგმება, შემდეგ ადგილზე არსებული კადრები გადამზადდებიან.

სარეაბილიტაციო ცენტრში მომსახურება უფასო იქნება. დასაქმდება 15-ამდე ადგილობრივი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics