|
2018-05-14 16:31:05, 675 ნახვა
რეგიონი
აჭარის პოპულარიზაცია უნივერსიტეტებში დასრულდა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით რეგიონებში დაწყებული კამპანია დაასრულა. აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია თელავის, ქუთაისის, სამცხე-ჯავახეთისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრეზენტაციებზე, რომლებიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რეგიონებში გამართა ასობით სტუდენტსა და ლექტორ-მასწავლებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდნენ აჭარას, როგორც ოთხივე სეზონზე დასასვენებელ ტურისტულ ადგილს. პიარაქტივობის ფარგლებში, უნივერსიტეტების ეზოები აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაოებების ამსახველი ფოტო-ბანერებით გაფორმდა, სადაც სტუდენტებისთვის მხიარული შეჯიბრებები გაიმართა. გამარჯვებულმა სტუდენტებმა ბათუმის სამდღიანი საგზური მოიგეს და ისინი 3 ივნისს, ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნას დაესწრებიან. „ჩვენი მთავარი მიზანი გაგვეცნო ახალგაზრდებისთვის აჭარა, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული ადგილი მიღწეულია. პიარკამპანიას შეგვიძლია ვუწოდოთ წარმატებული, რადგან მართლაც სულ სხვა კუთხით გაიცნო სტუდენტებმა აჭარა თავისი ეროვნული პარკებით, სამზარეულოთი, სათავგადასავლო თუ ეკოტურისტული მარშრუტებით. სტუნდენტთა ჩართულობა და დაინტერესება იყო ძალიან დიდი, რაც გვახარებს. ბევრი მათგანი მხოლოდ აჭარის საზღვაო ტურისტულ პროდუქტებს იცნობდა და ნაკლებ ინფორმაციას ფლობდა, რომ აჭარაში შესაძლებელია მთაში იმოგზაურო, დალაშქრო ულამაზესი ეროვნული პარკები, გასინჯო ადგილობრივი კერძები და ისრიალო კურორტ გოდერძიზე. ჩვენ პროექტი წელს დავიწყეთ და ვგეგმავთ ის არა მხოლოდ საქართველოს შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გავაგრძელოთ“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
(NS)
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)