|
2015-05-25 17:18:46, 519 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, აჭარის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორმა ქ. ბათუმის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი ოფიციალურად გახსნეს. ღონისძიების მსვლელობისას თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ნუმან ქურთულუში და „თიკა“-ს პრეზიდენტი სერდარ ჩემი, ქალაქ ორდუდან პირდაპირი ჩართვაში დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ. 2013 წელს აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს მიმართვის საფუძველზე „თიკას“ თბილისის საკოორდინაციო ოფისმა დაიწყო ქ. ბათუმის შშმ პირთა ცენტრის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები და სრული აღჭურვა. ცენტრის შენობა (ყოფილი მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი) აჭარის მთავრობამ საზოგადოება „თანა“-ს 10-წლიანი უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცა. „თანა“ ცენტრში ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს შშმ პირებისათვის, რაც გულისხმობს მათ ინკლუზიურ განათლებას, დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას. ამჟამად ცენტრში რეაბილიტაციის კურსს გადის 150-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. „განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე ზრუნვა, მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია და ადაპტირებული გარემოს შექმნა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ამ კუთხით მუშაობა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ, იდეის განხორციელებაში ჩვენი მეგობრები დაგვეხმარნენ. მოგეხენებათ, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი „თანა“ სახელმწიფო პროგრამებს ნაქირავებ ფართში ახორციელებდა, სადაც შშმ პირებისათვის არ იყო შექმნილი სათანადო გარემო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ცენტრს 10-წლიანი უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცა ყოფილი ბავშვთა სახლის ეს შენობა. 2013 წელს კი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ დაიწყო შენობის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები, ერთი წლის თავზე დასრულდა ცენტრის სრული აღჭურვა. მიხარია, რომ ჩვენ ერთად შევძელით და შევქმენით კეთილმოწყობილი გარემო, სადაც აჭარაში მცხოვრები 150-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მთელ დღეს ატარებს“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)