|
2018-05-09 15:08:59, 642 ნახვა
რეგიონი
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ბათუმშიც აღინიშნა
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გმირთა ხეივანში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. გმირთა ხეივანში შეკრებილ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე ზურაბ პატარაძესთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიულოცეს. „73 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან. მინდა ყველას მივულოცო ფაშიზმზე გამარჯვების დღე. პირველ რიგში ეს დღე მინდა მივულოცო ჩვენს ვეტერანებს, იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ. თქვენ იცით, რომ საქართველოდან დაახლოებით 300 000 ადამიანი ითვლება დაღუპულად და უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ჩვენი ვალია გვახსოვდეს ისინი და მოვუფრთხილდეთ ჩვენს ვეტერანებს. გვაქვს სურვილი წლიდან წლამდე ვიხილოთ ისინი და ვუსურვოთ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე", - აღნიშნა ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მყოფმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. დღესვე, ზურაბ პატარაძემ ყვავილებით შეამკო მეორე მსოფლიო ომის გმირის ანატოლი კაჭარავას საფლავი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს საზღვაო-სანაოსნოს დაარსებაში.
(NS)
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)