18:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-09 13:02:32, 724 ნახვა

რეგიონი
შუახევში გამარჯვების 73-ე წლისთავი აღნიშნეს

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 73 წელი გავიდა.9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.

გამარჯვების 73-ე წლისთავი აღნიშნეს შუახევის მუნიციპალიტეტშიც. დილიდან შინ მოუსვლელთა მემორიალთან შეიკრიბა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც გვირგვინით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა მემორიალი, მათი სულების მოსახსენიებლად დაანთეს სანთლები.

ისაუბრეს მეორე მსოფლიო ომის თემაზე, 9 მაისის მნიშვნელობაზე.

მეორე მსოფლიო ომში, 200-ზე მეტი შუახეველი იბრძოდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics