21:18 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 19:06:07, 2122 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ქუმარიტაშვილის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

 იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე 2010 წელს ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

წიგნი სპორტსმენის დედის, დოდო ხარაზიშვილის ავტორობით ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდა და 21 წლის სპორტსმენის ცხოვრებაზე, მიღწევებსა და სპორტულ კარიერაზე მოგვითხრობს.

ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს საგანგებოდ ესტუმრნენ საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იოზეფ ფენტდი და ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი კრისტონ შვეიგერი.

ღონისძიება საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიბადა 1988 წლის 25 ნოემბერს ბაკურიანში. საციგაო სპორტით ბავშვობიდან დაინტერესდა. ვარჯიში 2001 წელს 13 წლის ასაკში დაიწყო. იყო ბევრი საერთაშორისო შეჯიბრების მონაწილე, არაერთხელ მიაღწია წარმატებას. ახალგაზრდა სპორტსმენი 2010 წლის 12 თებერვალს ვანკუვერში, საკვალიფიკაციო დაშვებისას, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიღუპა.

მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი სიკვდილის შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური ორდენით დააჯილდოვა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics