20:06 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-05 14:39:02, 1766 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე ჩოგბურთში ქალთა საერთაშორისო ტურნირის ფინალურ შეხვედრას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე ჩოგბურთში ქალთა საერთაშორისო ტურნირის ფინალურ შეხვედრას დაესწრო.
 
ტურნირი თბილისის მერიის მხარდაჭერით, 30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით იმართება და მასში 32-მდე ქვეყნის 88 წამყვანი პროფესიონალი ჩოგბურთელი ქალი მონაწილეობს. მათი უმეტესობა მსოფლიოს საუკეთესო ორასეულის მონაწილეა. 

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში მსგავსი ტურნირების ჩატარება თბილისის ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

„თბილისის საერთაშორისო ტურნირი იმართება, რაც მისასალმებელია. დაახლოებით 32 ქვეყნიდან არიან სპორტსმენები ჩამოსული. ასეთი ტურნირები თბილისის განვითარებისთვის და ცნობადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ვეხმარებით ჩოგბურთის ფედერაციას და ხელს ვუწყობთ, რომ ბევრი ასეთი ტურნირი ჩატარდეს დედაქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა მონაწილეებისა, ჩემპიონატს ესწრებიან საერთაშორისო მწვრთნელები და თანმხლები პირები (ჯამში 250 ადამიანი). საქართველოდან აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილეობს 20 მდე ქართველი ჩოგბურთელი. საქართველოში მსგავსი დონის ტურნირი სპორტის ამ სახეობაში პირველად ტარდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics