16:13 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 17:01:07, 1511 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: ვსწავლობთ შესაძლებლობას, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში გაზარდოს მცირე და საშუალო მეწარმეების დაკრედიტება

ვსწავლობთ შესაძლებლობას, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში გაზარდოს მცირე და საშუალო მეწარმეების დაკრედიტება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კერძო სექტორისა და თანაინვესტირების საკითხებში აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, დივაკარ გუფთასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. საუბრისას, განიხილეს საქართველოს მთავრობის, ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმები, მათ შორის, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ხელშეწყობისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.

„მანილაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან აზიის განვითარების ბანკიდან. ვსწავლობთ შესაძლებლობას, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში გაზარდოს მცირე და საშუალო მეწარმეების დაკრედიტება, განსაკუთრებით იმ ღონისძიებების დაფინანსება, რომელიც დაგვეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებმა, უკეთ გამოიყენონ ის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები, რომელიც ჩვენ გავაფორმეთ როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან,"  - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო ქართულ დელეგაციასთან შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს. როგორც შეხვედრაზე აღვნიშნეთ, აზიის განვითარების ბანკი ძალიან აფასებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია მმართველობის სფეროსა და ეკონომიკაში.  ბანკი აქტიურადაა წარმოდგენილი საქართველოში, დღევანდელმა შეხვედრამ გამოკვეთა მთავრობის მიერ დაგეგმილი ახალი მიმართულებები და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, ასევე, სოფლის მეურნეობის სფეროში ხელშეწყობის, ჰიდროენერგეტიკის გაძლიერების მიმართულებით," - განაცხადა კერძო სექტორისა და თანაინვესტირების საკითხებში აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 51-ე წლიურ შეხვედრაში, რომელიც ფილიპინებში, ქ. მანილაში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს სწორედ ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics