18:52 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 15:20:35, 1413 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს აშშ-ის შემფასებელთა ჯგუფი ესტუმრა

აშშ-ის ევროპული სარდლობისა და აშშ-ის არმიის სამოქალაქო-სამხედრო საგანგებო მზადყოფნის (CMEP) შემფასებელთა ჯგუფი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ესტუმრა.

შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში შედგა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, დავით ტორუამ ვიზიტორებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა პირადად გააცნო. ასევე, მიაწოდა ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების დროს ცენტრის როლისა და ფუნქციების შესახებ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ის სივრცეც დაათვალიერეს, სადაც ცენტრის პერსონალი პროფესიული უნარების განვითარებისთვის ტრენინგს პერმანენტულად გადის.

აშშ-ის ევროპული სარდლობისა და აშშ-ს არმიის სამოქალაქო-სამხედრო საგანგებო მზადყოფნის (CMEP) შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტის მიზანს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისას უწყებრივი როლისა და შესაძლებლობების შეფასება წარმოადგენს. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics