|
2018-05-04 13:30:10, 750 ნახვა
რეგიონი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2019-2022 წლების საშუალოვადიანი გეგმის განხილვა მიმდინარეობს
ამ წუთებში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2019-2022 წწ საშუალოვადიანი გეგმის პირველი საჯარო განხილვა მიმდინარეობს. პრეზენტაციას ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძე წარადგენს. 2019 წელს ცენტრის ქვეპროგრამა ,,დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკა“ წარმდგენილია 395 700 ლარით, რაც მოიცავს 7 ღონისძიებას: ღონისძიება-მენჯ-ბარძაყის სახსრის დიპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის ადრეული დიაგნოსტიკა ხორცილედება 2018 წლიდან, მომდევნო პერიოდისათვის ნაცვლად 2 ასაკობრიფვი ჯგუფისა, იგეგმება 0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა ორთოპედიული გამოკვლევა, რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა და მომართულ ბენეფიციართათვის მედიკამენტოზური პროფილაქტიკა. ღონისძიება - სმენის თანდაყოლილი პათოლოგიის მეორეული დიაგნოსტიკა, პერინატალური დაწესებულებების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ცენტრის მომავალი წლისათვის გეგმავს მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში პირველადი სკრინინგით გამოვლენილ, სმენის დარღვევების მქონე ახალშობილებში მეორადი სკრინინგის და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩაღრმავებული კვლევების (ტვინის ღეროს სმენის პასუხი, ტიმპანომეტრული კვლევა და კომპიუტერული აუდიომეტრია) განხორციელებას. ღონისძიება - ჰელმინთოზების სპექტრის დადგენა და მართვა (სამიზნე ჯგუფში) 2019 წლისათვის გარდა ჰელმინთებზე ლაბორატორიული კვლევისა, ითვალისწინებს ოჯახის ექიმის/პედიატრის/პარაზიტოლოგის კონსულტაციას და ანტიჰელმინთური პრეპარატის სამკურნალო დოზის გადაცემას, რაც მიმდინარე წლისთვის არ იყო გათვალისწინებული. ღონისძიება - ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკა სამიზნე ჯგუფში 2019 წლისათვის ითვალისწინებს ახალი ბაზის იდენტიფიცირებას, ქალაქ ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების პირველ და მეორე კლასელთა ტესტირებას (ჯანმოს კითხვარით), რისკ-ჯგუფში დიაგნოსტიკური კვლევების (ალერგოლოგის კონსულტაცია, გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა, კანის პრიკ ტესტი არაინფექციური ალერგენებით, ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის მონოქსიდის განსაზღვრა ანალიზატორით) ჩატარებას. რაც შეეხებათ მუნიციპალიტეტების ამავე ასაკობრივი ჯგუფის ბენეფიციარებს, მათ ოჯახის ექიმის მომართვით შეეძლებათ მომსახურების მიღება. პრაქტიკულად უცვლელად გაგრძელდება – ახალშობილთა სკრინინგი მუკოვისციდოზზე, რომელიც მიმდინარეობს 2018 წლიდან, ღონისძიება – ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში, რომელიც 2018 წლიდან მოიცავს ანტენეტალურ კომპონენტში ჩართულ ყველა ბენეფიციარს და c ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის თანადაფინანსება.
(NS)
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)