18:52 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 22:14:37, 1851 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტის განცხადებით, უმჯობესია, თუ შეწყალების საქმეზე მის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით,  უმჯობესია, თუ შეწყალების საქმეზე მის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყება, რადგან ამით ყველაფრის ლუსტრაცია მოხდება.

"მე მოსურნე ვარ ასეთი რამის, რადგან კიდევ უფრო ლუსტრაცია მოხდება ამ ყველაფრის. ეს საზოგადოება რაღაცებს ატარებს, რაღაცების შეჩვევა ხდება. უკეთესია, თუ რადიკალური ნაბიჯები გადაიდგმება, ვიდრე ასე, ყურს რომ აჩვენებ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა მისი მისამართით მმართველი გუნდის მხრიდან გაჟღერებულ კრიტიკას უპასუხა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში წელიწადში დაახლოებით 38 000 დანაშაული ხდება. მისივე განმარტებით, დანაშაულის ჩამდენ პირებს შორის მის მიერ შეწყალებული ადამიანთა წილი დაახლოებით 0.3%-ია.

"5-6 წლის წინ წარმოიდგენდით, რომ ეთერში მე ვიჯდებოდი, როგორც პრეზიდენტი და ადეიშვილის თანამშრომლები, მარჯვნიდან თუ მარცხნიდან, მე წამიყენებდნენ ბრალდებას, რომ ის ხალხი, ვინც ჩაყარეს ციხეში „პაჩკობით“ და უზარმაზარი სასჯელები აკიდეს, იმათი შეწყალებისთვის დღეს დამისვამდით კითხვას, რატომ გააკეთე ესო?! გარდა ამისა, ძალიან შორს ვართ იმ ქვეყნებისგან სიტყვის თავისუფლების კუთხით და პოლიტიკური პლურალიზმით, ასე რომ, ძალიანაც ნუ ედრებიან იმ ქვეყნებს. ვიდარდოთ საქართველოზე, სადაც ერთპარტიულ მმართველობას ვაბეტონებთ. 600-მა ჩაიდინა განმეორებით დანაშაულიო ჩემი შეწყალებულებიდან. მერამდენედ ვითხოვ, რომ მაჩვენონ ეს სტატისტიკა. თურმე წარმოებს რაღაც სტატისტიკა, თურმე პრეზიდენტს და შეწყალების კომისიას რაღაც ეშლება და ამას არავინ მეუბნება წლების განმავლობაში და მხოლოდ საპარლამენტო დებატებზე მიფრიალებენ. ეს ნორმალურია?! შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის პირდაპირი ფუნქციაა ქვეყანაში არეგულიროს კრიმინოგენური ვითარება, თურმე მე ამხელა კრიმინალს ჩავდივარ, ამას არ მეუბნება და აძლევს სტატისტიკას მესიჯ ბოქსში, რომ გაამყარონ ამ სტატისტიკით - „მავნებელი მარგველაშვილი", - განაცხადა პრეზიდენტმა გადაცემა "რეაქციაში". 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics