|
2018-05-02 10:20:08, 545 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ შუბანში მიმდინარე და შესრულებული სამუშაოები დაათავლიერა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე შუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა. მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა მოსახლეობას, დაათავლიერა შუბნის ბაგა-ბაღზე მიმდინარე სამუშაოები და სოფლებში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურით დაინტერესდა. მიმდიანარე და შესრულებული სამუშაოები ფრიდონ ფუტკარაძემ მოადგილესთან ომარ ტაკიძესთან ერთად დაათვალიერა. შუბნის ბაგა-ბაღი: ამ დროისათვის შუბნის ბაგა-ბაღზე გამოშენება - გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე იგეგმება დარჩენილი შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულება. სამუშაოებს შპს ,, ერა 2011“ ასრულებს. მიმდიანრე სამუშაოებზე 26.903 ლარია გათვალისწინებული. მუნიციპალიტეტის მერია შუბნის ბაგა-ბაღის გახნას 2018-2019 ახალი სასაწავლო წლისთვის გეგმავს. ბეტონის საფარის მოწყობა: მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შიდა სასოფლო გზის პრობლემატურ მონაკვეთებზე იაკობაურში, ტომაშეთში, შუბანში დასრულდა სასოფლო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები. ამ დღეებში დაიწყება სამუშაოები წელათის მიმართულებით. სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებთან ერთად.სულ შუბნის სოფლებში შიდა სასოფლო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობაზე 95.000 ლარი დაიხარჯება. შუაბნი- ჩირუხის საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები: შუახევის მუნიციპალიტეტში საზაფხულო იალაღებზე მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები დაიწო. ამ დროისათვის სამუშაოები შუბანი- ჩირუხის მიმართულებით მიმდინარეობს. გაწმენდით სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის შუახევის განყოფილება აწარმოებს. გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება თაგინურის, ჯვარი მინდორის, ტყისველის, კატრიანის და სხვა მთების მიმართულებით.
(NS)
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)