09:15 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-28 11:39:36, 1457 ნახვა

კომენტარი
კახაბერ მჟავანაძე: ამ წუთისთვის ვანსა და ხონში ამომრჩევლების აქტივობა 10%-ს შეადგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის კახაბერ მჟავანაძის ინფორმაციით, ვანსა და ხონში მიმდინარე საპარლამენტო შუალედურ არჩევნებზე ამომრჩევლების აქტივობა 10%-ს შეადგენს.

როგორც საარჩევნო კომისიის წევრმა აღნიშნა, ყველა უბანი ექსცესების გარეშე გაიხსნა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.

"8 საათზე გაიხსნა 31-ვე უბანი ექსცესების გარეშე. საარჩევნო პროცესი მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს. ამ წუთისთვის 2 450 ამომრჩეველია მოსული უბანზე, რაც 9-10%-ს შეადგენს აქტივობის. შეიძლება ითქვას, რომ ეს აქტივობა მაღალია. აღსანიშნავია, რომ არც ერთი საჩივარი უბანზე არ დაწერილა", - განაცხადა მჟავანაძემ.

ცნობისთვის, №54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორია) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics