09:15 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-28 11:30:07, 1600 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა: გამარჯვებას წინ არაფერი არ უდგას, ყველა მონაცემით ვლიდერობთ

ვანსა და ხონში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის გიგი უგალავას განცხადებით, მის გამარჯვებას წინ არაფერი უდგას.

როგორც უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მზად არის, გამარჯვების შემდეგ ყველა დაპირება შეასრულოს.

"დღევანდელი წითელი ბარათი იქნება შეხსენება, რომ ნებისმიერი ხელისუფლება რომელიც მოდის დაპირებებით, ვალდებულია, ეს დაპირებები შეასრულოს. სხვა შემთხვევაში მას ხალხი გადაირჩევს. ჩვენ ვართ ძალიან მხნედ, გამარჯვებას წინ არაფერი არ უდგას. ყველა მონაცემით ვლიდერობთ და შესაბამისად მოვემზადებით იმისთვის რომ ის გეგმა რაც მე წინასაარჩევნო გავაცანი ვანელებსა და ხონელებს, შევასრულოთ", - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

ცნობისთვის, №54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორია) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics