02:39 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 21:44:21, 2742 ნახვა

მსოფლიო
მაიკ პომპეო: 2008 წელს საქართველოში შეჭრა მაგალითია, რომ რუსეთი ჩვენს მოკავშირეებს სამხედრო გზით აშინებს

რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს დასავლურ დემოკრატიულ ინსტიტუტებს- ამის შესახებ აშშ-ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ  ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პემპეომ თავის პირველივე მოხსენებაში საქართველო ახსენა და  დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსეთში წარმოებული ნერვული აგენტის გამოყენება კიდევ ერთხელ დაგმო.

„რუსეთი აშინებს ჩვენს მოკავშირეებს და პარტნიორებს სამხედრო გზით, ამის მაგალითია 2008 წელს საქართველოში შეჭრა, 2014 წელს კი უკრაინაში, აგრეთვე, აგრესიული კამპანიით, რომ ძირი გამოუთხაროს დასავლურ დემოკრატიულ ინსტიტუტებს“, – განაცხადა პომპეომ.

მაიკ პომპეოს თქმით,  აშშ რუსეთთან ურთიერთობებს არ გადახედავს, თუ რუსეთი საკუთარ ქმედებებს არ შეცვლის.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics