|
2018-04-25 12:22:05, 1395 ნახვა
საზოგადოება
ტექინსპექტირების ცენტრის შექმნა-მოწყობისა და აკრედიტაციის მიღების მიზნით დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი 21 მაისამდე უნდა წარადგინონ
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნა/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევის პროცესში წინადადებათა წარდგენის შესახებ მოწვევის ცვლილებით საქართველოში აკრედიტაციის მიღების მიზნით ინსპექტირების ცენტრების შექმნისა და მოწყობის და აკრედიტაციის მიღების ვადებმა გადაიწია. ცვლილების თანახმად, ინსპექტირების ცენტრის შექმნა/მოწყობისა და აკრედიტაციის მიღების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დაინტერესებული პირების მიერ განაცხადების წარდგენის ვადამ 2018 წლის 14 მაისის ნაცვლად 21 მაისამდე გადაიწია. ასევე შეიცვალა აკრედიტაციის ცენტრში აკრედიტაციის მისაღებად განაცხადის შეტანის ვადამაც - 2018 წლის 1-ელი აგვისტოდან 20 სექტემბრამდე. ხოლო შერჩევის პროცესში გამარჯვებულმა პირმა ან პირებმა აკრედიტაციის მიღების მიზნით ინსპექტირების ცენტრის შექმნა/მოწყობა და აკრედიტაციის მიღება უნდა უზრუნველყონ, არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა (ნაცვლად 2018 წლის 1 ნოემბრისა). საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული გარკვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ექვემდებარებიან ეტაპობრივად, 2017 წლის 31 დეკემბრიდან. წინადადებების წარმოდგენის შესახებ მოწვევით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იწვევს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს ან კომპანიების ჯგუფებს - კონსორციუმებს, რათა მათ გამოხატონ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის შექმნის/მოწყობისა და აკრედიტაციის მიღების სურვილი დადგენილი მაჩვენებლების მიხედვით.
(NS)
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)