02:40 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 12:16:49, 2237 ნახვა

მსოფლიო
ერევანში ანტისამთავრობო აქციები განახლდა (LIVE)

ერევანში მორიგი აქციების ტალღა დაიწყო, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აქციები ადგილობრივი დროით 11:00 საათზე განახლდა. მომიტინგეები რესპუბლიკის მოედნისკენ მიემართებიან, სადაც პოლიციას გზები აქვს გადაკეტილი.

სამართალდამცველები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების შენობებთან არიან განლაგებული. მოედანზე სულ უფრო მეტი მოქალაქე იკრიბება.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, ხელისუფლების წევრებთან შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

"მოლაპარაკებები ჯერ არ დანიშნულა, არავინ დამკავშირებია. მიტინგები ამ დღეების განმავლობაში გაგრძელდება, სანამ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", - განაცხადა ფაშინიანმა.  









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics