|
2018-04-25 11:35:20, 714 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: ტყის ეკოსისტემის გაუმჯობესება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო რედისონში გამართულ რეგიონალურ კონფერენციას - „მდგრადი მეტყევეობა - მდგრადი ადგილობრივი განვითარებისთვის" დაესწრო. კონფერენცია აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან ერთად, გერმანიის ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. მთავრობის თავმჯდომარემ კონფერენციაზე სიტყვით მიმართვისას მადლობა გადაუხადა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის წარმომადგენლობას (WWF) და გერმანიის თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერისთვის და მნიშვნელოვანი პროექტის აჭარის რეგიონში განხორციელებისთვის. ზურაბ პატარაძემ, თავის მხრივ, სტუმრებს რეგიონში აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ისეთ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც დადებით როლს შეასრულებენ გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით: ,,ჩვენ ვცდილობთ რეგიონში განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც შეამცირებს ტყეებზე ადამიანის ნეგატიურ ზემოქმედებას. ამ მხრივ, დაწყებულია უმნიშვნელოვანესი, შეიძლება ითქვას, ისტორიული პროექტი - მაღალმთიანი აჭარის გაზიფიკაცია, ალპური ბოტანიკური ბაღის გაშენება, მწვანე ტბის განვითარების პროექტი და სხვა. მნიშვნელოვანია ასევე სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, რომლებიც დადებითად იმოქმედებენ ტყის ეკოსისტემის შენარჩუნებაზე"- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. კონფერენცია WWF-ის მიერ განხორციელებული პროექტის - "ტყის ეკოსისტემების მდგომარეობის გაუმჯობესება ტყის ადაპტური მართვის მეშვეობით აჭარაში" შეჯამებას დაეთმო. პროექტი მიმართულია ტყის მართვის ხარისხის გაუმჯობესებასა და მდგრადი მეტყევეობის დანერგვაზე, რაც შეაჩერებს ტყის ეკოსისტემის დეგრადაციას და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. კონფერენციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს პარლამენტის, BMZ-ს, KfW-ს, GIZ-ის, ჰესენის სატყეო ადმინისტრაციის, მსოფლიო ბანკის და UNDP-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)