|
2018-04-25 10:58:46, 1361 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი მოსახლეობას ძველი ავტოფარეხების ადგილზე მწვანე სივრცეების მოწყობას სთავაზობს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას ძველი ავტოფარეხების ადგილზე მწვანე სივრცეების მოწყობას სთავაზობს. მისი თქმით, თუ ამ პროექტის განხორციელება მხოლოდ მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში დაიწყება. დედაქალაქის მერმა გამგებლებს დღეს ამ ინიციატივის თაობაზე მოსახლეობასთან კომუნიკაცია დაავალა. „ყველა რაიონში და უბანში არსებობს ავტოფარეხები, რომელთა ადგილზეც, ვფიქრობ, შესაძლებელია საინტერესო პროექტების განხორციელება. თუ მოსახლეობის სურვილი იქნება, ჩვენ მზად ვართ, ამ ავტოფარეხების ადგილზე გავაშენოთ სკვერები, ბაღები, სპორტული მოედნები და ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს თბილისის მერია. თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ, ეს ზოგადად მსოფლიო გამოწვევაა და თბილისშიც ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვაქვს. მნიშვნელოვანია როგორც პარკების, სკვერების რეაბილიტაცია და მშენებლობა, ასევე, ასეთი მწვანე სივრცეების მოწყობაც. თუ უბნებში მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციით მოვახერხებთ, რომ ამ სიმახინჯეების ადგილას, რომელიც უფუნქციოა და მეტწილად არაკანონიერიც, მოეწყოს რეკრეაციული ზონები, ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. ქალაქში გაჩნდება უფრო მეტი მწვანე სივრცე, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ შესაძლებლობა, დრო გაატარონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)