01:30 - 07 Jul, 2026
|
2018-04-24 13:02:23, 1879 ნახვა
სამართალი
კასპში ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შინაგა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახლში სამი ნიღბიანი პირი შეიჭრა და ოჯახის ორ წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა ისინი რამდენიმე საათში სახლში გაწერეს. თავდამსხმელებმა სახლიდან ფული და ძვირადღირებული ნივთები წაიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული ხუთიდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)