17:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-22 15:29:46, 681 ნახვა

რეგიონი
ვახტანგ ყოლბაია ახალციხესა და ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ახალციხესა და ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

შეხვედრა  ხუთ სხვადასხვა  ჩასახლებაში გაიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  დევნილთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მოისმინა მათი სოციალური პრობლემები. შეხვედრაზე იმსჯელეს პრობლემების მოგვარების გზებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამების ფარგლებში და ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით. 

შეხვედრზე დევნილებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, ერთჯერადი მატერიალური და ფულადი დახმარების პროგრამების შესახებ, რომლებსაც  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტი აფინანსებს და რომელთა სარგებლობაც დევნილებს შეუძლიათ.

დევნილებთან შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics