|
2018-04-21 14:29:00, 2003 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შეცვლა საზმაუს მენეჯმენტის ძალაუფლებასა და კორუფციის რისკებს გაზრდის
სამი ტელეკომპანიის - „მაესტროს“, „იმედისა“ და „ჯი-დი-ეს”-ის გაერთიანებამ, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელმძღვანელობის შეცვლასთან ერთად მედიაპლურალიზმი შეამცირა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, ზემოთხსენებულმა ფაქტორებმა საზოგადოებაში გაზარდა აღქმა, რომ მედია სივრცე მმართველი პარტიის სასარგებლოდაა კონცენტრირებული. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ თავისუფალი მედია ძალიან აქტიური იყო და ხედვების ფართო სპექტრს აშუქებდა. „4 ნოემბერს 29 არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტიდან ფინანსირებად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში მთავრობისა და ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული პირების გავლენა იზრდება. პარლამენტმა საზმაუს ბორდის წევრის 3 ვაკანტური ადგილი შეავსო. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შეცვლა არხის მენეჯმენტის ძალაუფლებასა და კორუფციის რისკებს გაზრდის, ხოლო ბორდსა და თანამშრომლების დაცვის მექანიზმს შეასუსტებს", - ნათქვამია ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტმანეტი აგრეთვე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თემასაც შეეხო. "არასამთავრობოების კრიტიკის საგნად იქცა პრობლემა, რომელიც სასამართლო სისტემაში გამჭვირვალობის ნაკლებობას წარმოადგენდა. 2 მარტს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშისთვის გადაეცა. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულება შეაჩერა, ტელეკომპანიას კი, დიდი ფინანსური ზარალი მიადგა", - ნათქვამია ანგარიშში.
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)