07:36 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 15:35:39, 1693 ნახვა

კომენტარი
კალაძე: ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ტურისტებმა რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ დედაქალაქში

თბილისის მერმა კახა კალაძემ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, პროექტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

"ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობდით ეკონომიკურ განვითარებაზე, ქალაქში ეკონომიკური პროექტების განხორციელებაზე და ამ მიმართულების ერთ-ერთი კომპონენტია ღამის ეკონომიკის განვითარება. ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი ხედვა, ჩვენი კონცეფცია თუ რა უნდა გაკეთდეს. ამას მხოლოდ მერია ვერ განახორციელებს. მნიშვნელოვანია სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების ჩართულობა. ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესის აქტიურობა ამ პროექტის განხორციელებაში. ეს ჩვენ მოგვცემს საშუალებას დამატებითი სამუშაო ადგილების შევქმნათ, ხელი შევუწყოთ კონკრეტული რაიონების განვითარებას, უსაფრთხოების საკითხების მოწესრიგებას. საკმაოდ მასშტაბური პროექტია და დარწმუნებული ვარ, რომ ნაბიჯები, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი წაადგება დედაქალაქის განვითარებას. ძალიან ბევრი გვექნება სამუშაო. ამ კონკრეტულ პროექტს ბატონი სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს. ჩვენ ახლა პირველ ნაბიჯებს ვდგამთ ამ მიმართულებით, თუმცა ძალიან დიდია ენთუზიაზმი, რომ ეს მიმართულება განვითარდეს რადგან ის მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. ეს არის დამატებითი შემოსავლები, ეს კეთდება ყველა მოქალაქისთვის, ყველა ოჯახისთვის. ამას მოჰყვება ტურისტული განვითარება. უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა. თუ დღეს ტურისტი 2-3 დღე რჩება დედაქალაქში ამის შემდეგ 5-6 დღე დარჩება. ამ პროექტს საკმაოდ სერიოზულად ვუყურებთ. ჩატარდება კვლევა და ამის შემდეგ შევჯერდებით სტრატეგიაზე",-განაცხადა კალაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics