|
2018-04-20 11:58:33, 1716 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა 4 საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის ფაქტზე, ოთხი საწარმოს ხელმძღვანელი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულები, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობდნენ. მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, აღნიშნულ პირებს შორის წინასწარ ხდებოდა შეთანხმება, თუ რომელ კომპანიას უნდა გაემარჯვა ტენდერში. „აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მეწარმე სუბიექტების ნაწილი, ტენდერში მონაწილეობის პროცესში სპეციალურად იღებდა დისკვალიფიკაციას, რაც საშუალებას აძლევდა ბრალდებულებთან დაკავშირებულ ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიას, ტენდერი მაღალი ფასნამატით მოეგო. შედეგად, არსებითად დაირღვევა შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესი. გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, ტენდერში მონაწილეობის მსურველი სხვა კომპანიის წარმომადგენელზე ახდენდა ზეწოლას, რათა ამ უკანასკნელს უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ტენდერებში მონაწილეობაზე. საქმეზე დაკავებულ პირებს წარედგინათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951 მუხლის პირველი ნაწილით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)