|
2018-04-19 16:01:57, 1913 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის საერთო სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
„უახლოეს დღეებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის საერთო სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც უწყებებს შორის კომუნიკაციისა და შეწყალების პროცესს გააუმჯობესებს“, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. როგორც მან პრეზიდენტის, სასჯელაღსრულების მინისტრის და შეწყალების კომისიის წევრებს შორის შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საერთოა მთავარი სულისკვეთება, რომ პროცესის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია. "იქნება მთელი რიგი მექნიზმები გაწერილი. ამავდროულად, მინისტრს ჰქონდა საკმაოდ საინტერესო ხედვა პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მისაღებია მინისტრის ინიციატივა კომისიის შემადგენლობაში იყოს ჩართული სასჯელაღსრულების და პრობაციისა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელი. ვფიქრობთ, ეს სამუშაო პროცესი საბოლოო ჯამში მთლიანად უზრუნველყოფს ყველა ტიპის ხარვეზის აღმოფხვრას", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. ცნობისთვის, ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის, სასჯელაღსრულების მინისტრ კახა კახიშვილისა და შეწყალების კომისიის წევრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრისას ის საკითხები განიხილეს, რომელიც შეწყალების პროცესს გააუმჯობესებს, რათა შემდგომში შესაძლო ხარვეზების თავიდან აცილება მოხდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)