15:05 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 17:04:45, 733 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ირანის გენერალურ კონსულთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან ჰოსეინ მაშჰადთან  დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე ირანის კონსულმა 3 წლიანი მოღვაწეობა შეაჯამა და კმაყოფილება გამოთქვა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ტენდენციაზე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებულ დადებით დინამიკაზე. აღინიშნა, რომ 2017 წლის მაჩვენებლებით, ირანი საქართველოს მე-5 უმსხვილესი პარტნიორია ტურიზმის სფეროში,  რასაც ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლამ და აქტიურმა საჰაერო მიმოსვლამაც. ზურაბ პატარაძემ კონსულს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

საქართველოსა და ირანს შორის რეგიონულ და სახელმწიფო დონეზე მეგობრული თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ირანის გენერალურ კონსულს მადლობის სიგელი გადასცა.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics