11:16 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 13:19:17, 1518 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ჩიქოვანმა Berlin Energy Transition Dialogue 2018-ში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა ბერლინში გამართულ Berlin Energy Transition Dialogue 2018-ში მონაწილეობა მიიღო და  „განახლებადების როლი ენერგეტიკული უსაფრთხოების" საკითხზე მიძღვნილ სესიაში მოხსენება გააკეთა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც სუფთა ენერგიის მწარმოებლის და ენერგეტიკული რესურსებით ვაჭრობის რეგიონალური ცენტრის მნიშვნელობაზე. გიორგი ჩიქოვანი ასევე შეეხო: ენერგეტიკული ბაზრის და ვაჭრობის მექანიზმების განვითარების საკითხს, განახლებადი ენერგიების ათვისებას და ენერგეტიკის სფეროში კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა ორმხრივი შეხვედრა გამართა გერმანიის ეკონომიკის და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს თომას ბარეისთან, სადაც საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და მის განვითარებას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics