05:55 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 11:57:46, 1724 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი: ის ფაქტი, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა დაგვიანებით მოხდა, სრულფასოვანი პროცესის წარმართვას ართულებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა 26 დღის დაგვიანების შემდეგ მოხდა, ექსპერტიზის ჩატარებას და სრულფასოვანი პროცესების წარმართვას ართულებს.

როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, ყველა მექანიზმი და ფორმატი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ საქმეზე ეფექტური გამოძიება ჩატარდეს.

„რა თქმა უნდა ის ფაქტი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა მოხდა დაგვიანებით და ის, რომ ფაქტობრივად 26 დღის შემდეგ მივაღწიეთ, ცხედარი ყოფილიყო გადმოსვენებული წითელი ჯვრის მეშვეობით, თავისთავად ართულებს ექსპერტიზის ჩატარებას და სრულფასოვანი პროცესების წარმართვას. ბუნებრივია, მე ველოდები რომ ამ დღეებში იქნება პირველადი შედეგები ცნობილი, რაც პირველ რიგში გამოძიებისთვის არის მნიშვნელოვანი და საკვანძო. ჩვენ, როგორც ადრეც ვთქვით, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ყველა მექანიზმს და ფორმატს გამოვიყენებთ, რათა გამოძიება ჩატარდეს მაქსიმალურად ეფექტურად. ჩვენი ამოცანა ამ ეტაპისთვის გახლავთ ეს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics