05:55 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-17 16:02:08, 1341 ნახვა

კომენტარი
გახარია: მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი და აბსოლუტურად გააზრებული

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მართლმსაჯულების სიტემა უნდა იყოს ერთიანი და გააზრებული,

როგორც გახარიამ აღნიშნა, მწყობრი სისტემური პოლიტიკა დღეს არ არსებობს.

„რა არის ახლა ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა?, ის, რომ მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი,  აბსოლუტურად გააზრებული სისტემა, გამართული, რომლის ყველა ნაწილი, როგორც არის შს სამინისტრო, პროკურატურა, სასამართლო, სასჯელაღსრულება, პრეზიდენტი თავისი შეწყალების ინსტიტუტით, პარლამენტი თავისი ამნისტიის ინსტიტუტით - ეს ყველაფერი უნდა იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთ ლოგიკაში მოქცეული. მწყობრი სისტემური პოლიტიკა დღეს არ არსებობს და არ არსებობს იმიტომ, რომ ყველა, თავისი ლოკალური რაღაც კომპლექსებიდან გამომდინარე, რაღაცებს წყვეტს. შესაბამისად, ეს გამოწვევები, რა თქმა უნდა, იზრდება. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონცეპტუალური პრობლემა რაშია - ის კომპლექსი, რაც გვქონდა, სიმკაცრის გაუაზრებელი და გაუმართლებელი, ამ კომპლექსმა პირდაპირ მიგვიყვანა ასევე გაუმართლებელ და გაუაზრებელ ჰუმანურობამდე და ლიბერალიზმამდე, იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ჰუმანურობის მომსახურების ინფრასტრუქტურა და ეფექტიანობის კომპეტენცია არა გვაქვს", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics