2018-04-17 14:12:30, 1924 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთი ბაშარ ასადს საპატიო ლეგიონის ორდენს ჩამოართმევს
საფრანგეთის ხელისუფლება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს საპატიო ლეგიონის ორდენს ჩამოართმევს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაცით, ორდენის ჩამორთმევის პროცედურა უკვე დაწყებულია. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ასადის მიერ საკუთარი მოქალაწეების წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი იმიური თავდასხმა გახდა.
მედიის ცნობით, ბაშარ ასადმა საპატიო ლეგიონის ორდენი 2001 წელს საფრანგეთის იმ დროინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა გადასცა. აღნიშნული ჯილდო ასადს ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმებისთვის მიენიჭა, რომელიც მან პრეზიდენტობის პირველ თვეებში განახორციელა.
ცნობისთვის, ბაშარ ასადი სირიის პრეზიდენტის პოსტს 2000 წლიდან იკავებს.
შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც ამერიკა, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო იერი მიიტანა.
ავტორი: ,