|
2018-04-16 16:27:21, 1957 ნახვა
სამართალი
ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ქალის დედა ყოფილი მეუღლის შეწყალების საქმეზე განმარტებას აკეთებს
ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის დედა ნათია გობაძე, ბრლადებულ ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საქმეზე განმარტებას აკეთებს. როგორც გობაძემ აღნიშნა, ვეფხია ბაქრაძემ მას შეწყალების თხოვნის დაწერა ციხიდან სთხოვა. "ციხიდან დამირეკა თვითონ. შეწყალება კეთდებაო და იქნებ მე თუ არა, ჩემს შვილს დაეხმაროსო, რომ სოციალური გაკეთდეს. მე ვუთხარი, რომ შენთვის არა, მაგრამ შენი შვილისთვის გავაკეთებთქო. თავის შვილიც შეწყხებული ჰყავდა. ბევრჯერ სცემდა და ხელიდან რამდენჯერმე ამოვგლიჯე პრაქტიკულად მკვდარი. მეორე შვილი 6 თვის ორსული იყო, როდესაც სცემა და ბავშვი დაკარგა. მერე ციხიდან დამირეკა და მე დამემუქრა, უარი მომივიდაო შეწყალებაზეო და როცა აქედან გამოვალ, არ გაგითვალისწინებო. ამის მერე წელიწადნახვარზემეტი მირეკავდა ციხიდან და არ ვპასუხობდი. სულ მსაყვედურობდა და მთხოვდა მივსულიყავი ციხეზე“, - განაცხადა გობაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)