2018-04-14 16:52:48, 2233 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: უკეთესი შედეგი არც შეიძლება ყოფილიყო - მისია შესრულებულია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სირიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმებით კმაყოფილია.
ამის შესახებ თეთრი სახლის ხელმძღვანელმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
"კარგად შესრულებული დარტყმები იყო. უკეთესი შედეგი არც შეიძლება ყოფილიყო. მადლობას ვუხდი საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს მათი სიბრძნისთვის და ძლიერი არმიისთვის. მისია შესრულებულია. ძალიან ამაყი ვარ ჩვენი შესანიშნავი სამხედრო ძალებით, რომელიც მილიარდობით დახარჯული დოლარის შემდეგ, იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე ჩვენ ქვეყანას ოდესმე ჰყოლია", - წერს ტრამპი.
ავტორი: ,