|
2018-04-14 12:58:48, 978 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ბულვარს ახალი ღირშესანიშნაობა - იასონ გორდეზიანის სკულპტურა შეემატა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ბათუმის ბულვარში იასონ გორდეზიანის ძეგლი გახნსა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების წევრები და იასონ გორდეზიანის შთამომავლები ესწრებოდნენ. ბათუმის ზღვისპირა ბულვარს, ცნობილი კოლონადების მიმდებარედ, კიდევ ერთი ახალი ღირშესანიშნაობა შეემატა. ისტორიული მნიშვნელობის მატარებელი ახალი სკულპტურა ერთნაირად მიმზიდველი იქნება როგორც ბათუმელებისთვის, ისე მისი სტუმრებისთვის. იასონ გორდეზიანის სახელი მჭიდროდაა დაკავშირებული ბათუმის ბულვარისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის განახლება-განაშენიანებასთან. იგი მიიჩნევა ღირსეულ გამგრძელებლად ისეთი ცნობილი მებაღეებისა, როგორებიც იყვნენ რესლერი და დალფონსი. „დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ ბათუმელებმა, ისევე როგორც ჩვენმა სტუმრებმა ახალი ღირშესანიშნაობის - იასონ გორდეზიანის ძეგლის გახსნით. ეს იყო ადამიანი, რომელმაც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ბათუმის აღმშენებლობაში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის და ულამაზესი სანაპირო ბულვარის განაშენიანებაში. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი უფრო მიმზიდველი და უფრო ლამაზი გამხდარიყო. მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე", - აღნიშნა ზურბა პატარაძემ. იასონ გორდეზიანი ქ. ბათუმის მთავარი მებაღე და ცნობილი დეკორატორი იყო. მას განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული, კერძოდ, ვერსალის სასოფლო-სამეურნეო ნაციონალურ ინსტიტუტში, რის დამთავრების შემდეგაც მუშაობდა საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ჰოლანდიის საბაღო მეურნეობებში. როგორც აღიარებული სპეციალისტი, იგი სამუშაოდ მიწვეული იყო ლონდონის ბოტანიკური ბაღის მებაღე-დეკორატორადაც. იასონ გორდეზიანის დეკორატიული სკულპტურის ავტორია მოქანდაკე ირაკლი წულაძე. ქანდაკების განთავსება ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივითა და სპეციალური კომისიის ჩართულობით განხორციელდა. ახალი სკულპტურის შექმნასთან ერთად, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით გამოიცა იასონ გორდეზიანისადმი მიძღვნილი ოთარ გაგუას წიგნი „ საკაოდან-ლონდონამდე".
(NS)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)