|
2018-04-14 11:51:38, 642 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
ბათუმში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გაიმართა. ღონისძიებას აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ქალაქ ბათუმის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ზურაბ პატარაძემ სკოლის მოსწავლეებთან ერთად ყვავილებით შეამკო დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ძეგლი და იქ შეკრებილ საზოგადოებას დედაენის დღეს მიულოცა. „დღეს ყველანი აღვნიშნავთ დედაენის დღეს. ეს არის ჩვენი ქვეყნის სიწმინდის, ერთიანობის და სიძლიერის სიმბოლო, უდიდესი ეროვნული საუნჯე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დღემდე მოგვიტანეს. 1978 წელს ქართულმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. ჩვენი ვალია მოვუფრთხილდეთ ამ უდიდეს მონაპოვარს. მინდა მივულოცო ჩვენს ხალხს ეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაული"- განაცხადა ზურაბ პატარაძემ. 14 აპრილისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებაში ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ ყვავილებით შეამკეს ილია ჭავჭავაძის ძეგლი და წაიკითხეს ლექსები. 1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. სტუდენტებმა, ქართული კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, მასობრივი საპროტესტო შეკრებები და გამოსვლები დაიწყეს. დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი "დედაენის დღედ" გამოცხადდა.
(NS)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)