10:02 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 14:43:27, 1448 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მცენარეთა ჯიშების ეროვნული კატალოგის შექმნაზე მუშაობენ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში,  TAIEX- ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ფინანსური მხარდაჭერით, მცენარეთა ეროვნული კატალოგის შექმნის საკითხებზე სემინარი „სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგის შექმნა" გაიმართა. 

სემინარზე, რომელიც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების,  სერტიფიცირების,   დაგეგმვისა   და   ეკონომიკური   ანალიზის სამსახურის ინიციატივით გაიმართა, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების  კატალოგის შექმნის სფეროში ევროკავშირის რეგულაციებისა და ევროპულ კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის  საკითხები განიხილეს. 

მონაწილეებმა კატალოგის საკანონმდებლო საკითხებისა და  ჯიშების რეგისტრაციის მიმართულებებით პრეზენტაციები წარმოადგინეს, განიხილეს სფეროში არსებული ევროდირექტივები, კატალოგში სხვადასხვა ტესტების შედეგების ასახვის  საკითხები და ჯიშის მიმართ წაყენებული ძირითადი კრიტერიუმები. განხილულ იქნა საფრანგეთისა და ევროკავშირის კატალოგები. 
სტანდარტების,  სერტიფიცირების,   დაგეგმვისა   და   ეკონომიკური   ანალიზის სამსახურმა  ნაციონალური კატალოგის სამუშაო ვერსია წარმოადგინა.

სემინარი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას  ევროკავშირის ექსპერტი, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების და თესლის შესწავლის და კონტროლის ჯგუფის წარმომადგენელი (GEVES) რიჩარდ ბრენდი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის,  საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), შპს „მარცვლეულის ლოგისტის კომპანიის“ წარმომადგენლები ესრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics