03:54 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 16:18:42, 1591 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ვვარაუდობ, რომ ცვლილებები შეეხება პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიას

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობა, სავარაუდოდ, მაისის მეორე ნახევარში ჩატარდება, სადაც, სავარაუდოდ, ცვლილებები პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიას შეეხება.  ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„უახლოეს მომავალში ჩატარდება პარტიის ყრილობა, ახლა ტარდება რაიონული და საქალაქო კონფერენციები. დასრულდება კონფერენციები, სავარაუდოდ, მაისის მეორე ნახევარში, ჩატარდება პარტიის ყრილობა, სადაც წესდების თანახმად, უნდა განახლდეს, ბუნებრივია, ხელმძღვანელი ორგანოები. რაც შეეხება განახლებას, ეს შეეხება არსებითად, მხოლოდ და მხოლოდ, მე ვფიქრობ, მხოლოდ პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიას. ეს, რა თქმა უნდა, არის საბოლოო ჯამში, თვითონ ყრილობის წევრთა, პარტიის წევრთა გადასაწყვეტი, თუმცა, ჩემი ვარაუდია, რომ ცვლილებები შეეხება პოლიტსაბჭოს და ასევე, სარევიზიო კომისიას.

პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ჯერ პოლიტსაბჭო, ანუ კანდიდატებს წარადგენს პოლიტსაბჭო, შემდეგ, გადაწყვეტილებას საბოლოოდ იღებს ყრილობა. აღმასრულებელ მდივანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს გენერალური მდივანი. მისი გადასაწყვეტია, კახი კალაძის მაგივრად მე ვერ მოგახსენებთ დავრჩები თუ არა აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics