02:18 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 19:35:54, 1630 ნახვა

კომენტარი
პუტინი: მდგომარეობა სულ უფრო ქაოტური ხდება, თუმცა რუსეთი იმედოვნებს, რომ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეფასებით, მდგომარეობა მსოფლიოში სულ უფრო ქაოტური ხდება, - ამის შესახებ კრემლის ხელმძღვანელმა 17 ქვეყნის ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.

Russia Today-ს ცნობით პუტინმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული სიტუაცია არ შეიძლება შეშფოთებას არ იწვევდეს.

"მსოფლიოში საქმის ვითარება შემაშფოთებულია. მდგომარეობა სულ უფრო ქაოტური ხდება, თუმცა რუსეთი იმედოვნებს, რომ ჯანსაღი აზრი ბოლოს და ბოლოს გაიმარჯვებს, საერთაშორისო ურთიერთობები კონსტრუქციულ ფორმას მიიღებენ, ხოლო მთელი მსოფლიო სისტემა უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი გახდება", - განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთი გააფრთხილა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს. 10 აპრილს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში განვითარებულ მოვლენებზე ამერიკის პასუხი 48 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics