07:57 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-10 16:02:12, 1790 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი დუბაის საინვესტიციო ფორუმზე საქართველოს სტენდს ეწვია

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტით იმყოფება, დუბაის საინვესტიციო ფორუმზე არსებული საქართველოს სტენდი დაათვალიერა, რომელიც სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითაა განთავსებული.

 წლევანდელ გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილია როგორც უშუალოდ „აწარმოე საქართველოში" საინვესტიციო ჯგუფით, ასევე კერძო სექტორით. გაიმართა შეხვედრები პოტენციურ ინვესტორებთან, სადაც განხილული იყო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, განსაკუთრებით უძრავი ქონების და ტურიზმის მიმართულებით.

ასევე, ფორუმის ფარგლებში პირველად გაიმართა პრეზენტაცია, სადაც ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების მინისტრმა და კერძო კომპანიებმა წარმოადგინეს საქართველოს საინვესტიციო  შესაძლებლობები და მიმდინარე პროექტები. პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო 10-მა კომპანიამ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics