06:28 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-06 20:13:02, 1658 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი პეტრიაშვილი პრემიერს მიმართავს და სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სასწრაფო მოწვევას ითხოვს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს და მისგან სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სასწრაფო მოწვევას ითხოვს.

როგორც პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პეტრიაშვილი კომისიის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილს ტყიბულში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსავლის შესახებ პროფკავშირების მიერ შემუშავებულ გეგმას გააცნობს, აუცილებლად გასატარებელი სახელმწიფო პროგრამის შესახებ. 

პროგრამა ითვალისწინებს დასაქმებულთა უსაფრთხოების და შრომითი უფლებების უზრუნველსაყოფად სპეციალური აუცილებელი ღონისძიებების გატარებას და მათთვის ყველა საჭირო პირობის შექმნას, ასევე ბიზნესის მხარდაჭერას ხელისუფლებისგან, შექმნილი მძიმე ვითარების სწრაფი გამოსწორების და განვითარებისთვის. 

ირაკლი პეტრიაშვილი სპეციალურ წერილს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს გაი რაიდერსაც უგზავნის, ტყიბულში არსებულ ურთულეს ვითარებას აღწერს და მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით შსო-ს ექსპერტების მიერ მოკვლევის ჩატარებას და დასკვნის მომზადებას ითხოვს, იმის შესახებ, თუ რამდენადაა დასაშვები შახტების ფუნქციონირება და რა ქმედებებია განსახორციელებელი შახტების რეაბილიტაციისთვის. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics