2018-04-06 12:43:20, 2214 ნახვა
მსოფლიო
გაერო-ში რუსეთის ელჩი: დიდი ბრიტანეთი ცეცხლს ეთამაშება
გაერო-ში რუსეთის ელჩის ვასილ ნებენზიას განცხადებით, "სკრიპალის საქმის" ბრალდებებით, დიდი ბრიტანეთი ცეცხლს ეთამაშება, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
როგორც ნებეზნიამ განმარტა, დიდი ბრიტანეთი რუსეთს ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამლვაში ადანაშაულებს, რის გამოც ოფიციალური მოსკოვის ურთიერთობა დასავლეთთან გაუარესდა.
ამასთან, ელჩმა დასძინა, რომ ლონდონი მოსკოვთან ტანამშრომლობაზე უარს აცხადებს.
"ჩვენ ვეუბნებოდით, ბრიტანელ კოლეგებს, რომ ცეცხლს ეთამაშებიან. ერთია, როდესაც დაუსაბუთებელ ბრალდებებს აყენებ, მეორეა, როდესაც პროფესიონალურ ენაზე გადადიხარ, იწყებ საუბარს და იღებ კონკრეტულ პასუხებს კონკრეტულ კითხვებზე. რუსეთის მისამართით გაჟღერებული ბრალდებები აბსურდის თეატრს ჰგავს", - განაცხადა ელჩმა.
ავტორი: ,