|
2018-04-06 12:34:21, 871 ნახვა
რეგიონი
ე.წ. საგარეო: საქართველოს ხელისუფლება მიხვდა, რომ სამხრეთ ოსეთის სამხედრო გზით დაბრუნდება შეუძლებელია და ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტა
ე.წ. სახმრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ეხმაურება. როგორც "უწყების" განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი ტიპის ინიციატივა ილუზორულია და რეალურ შედეგს არ მოიტანს. "საქართველოს ხელისუფლება მიხვდა, რომ უახლოეს პერსპექტივაში სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის "დაბრუნება" სამხედრო გზით შეუძლებელია და ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტა. ახლა დღის წესრიგში მშვიდობიანი დარეგულირების კონცეფციაა - „თანამშრომლობის გზით ჩართულობის სტრატეგია“ და რიგი ე.წ. მშვიდობიანი ჰუმანიტარული ინიციატივები, რომლებსაც ოფიციალური თბილისი ძალიან აქტიურად არეკლამებს მსოფლიო მასშტაბით. ქართველ პოლიტიკოსებს გულუბრყვილოდ სჯერად, რომ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს მოუნდებათ ანკესზე წამოეგონ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შემოაგდო. ეს ინიციატივები არის მორიგი პიარ-აქცია და მოუქნელი მცდელობაა, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოების თვალში მშვიდობისმოყვარე ქვეყნად წარმოაჩინონ, რომელსაც კონსტრუქციული ხელისუფლება ჰყავს. ეს თბილისის მხრიდან სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სურვილის გაჟღერების პირველი მცდელობა არაა, ამიტომ მსგავსი განცხადებების სერიოზულად აღქმა არ ღირს. არ გვაქვს იმედი, რომ თბილისში მეზობელ ახალგაზრდა სახელმწიფოებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება გადაწყვიტეს. მსგავსი ინიციატივები არის ილუზორული და რეალიზების შესაძლებლობას მოკლებული. ისინი განს წევენ არა მხოლოდ პრობლემის არსებობას, არამედ მის მოგვარებასაც", - ნათქვამია დე-ფაქტო უწყების განცხადებაში.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)