|
2018-04-05 19:08:50, 1710 ნახვა
სამართალი
„სითი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
კომპანია "სითი პარკმა" დედაქალაქის მერიის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. როგორც კომპანიის იურისტმა ნანუკა ავალიანმა აღნიშნა,"სითი პარკი" სამართლებრივ ბრძოლას საერთაშორისო სასამართლოშიც გააგრძელებს. „ჩვენ ვითხოვთ სასამართლოსგან იმის დადასტურებას, რომ „სითი პარკი“ კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და შესაბამისად, უკანონო იყო ქალაქ თბილისის მთავრობის გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სამართლიანის სასამართლოს პირობებში შევძლებთ, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ ადგილობრივ დონეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო არბიტრაჟს“ ,- განაცხადა ნანუკა ავალიანმა. ცნობისთვის, თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)